logo_geo
კორონავირუსის გამო საქსოფონისტ ჯიმი საქსის თბილისში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო
- +

29 თებერვალი. 2020. 00:58

კორონავირუსის გავრცელების გამო, 8 მარტს დაგეგმილი საქსოფონისტ ჯიმი საქსის კონცერტი გადაიდო. ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორი AfterWork Music სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

 

განცხადების თანახმად, Jimmy Sax Show 2020 წლის 3 მაისს ჩატარდება.

 

 

„საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის არაერთი შემთხვევისა და მოცემულ დროს მისი ხალხმრავალ ადგილას გავრცელების მაღალის რისკის საფუძველზე, სტუმრების და არტისტების უსაფრთხოების გამო, Jimmy Sax Show გადაიდო და იგი ჩატარდება 2020 წლის 3 მაისს. ვადასტურებთ, რომ ღონისძიების ადგილმდებარეობა, არტისტების ვინაობა და ბილეთის საფასური რჩება უცვლელი. იმ ადამიანებს, ვისაც ბილეთი უკვე ნაყიდი აქვთ და ვისთვისაც ახალი თარიღი მიუღბელია - ბილეთის საფასური დაუბრუნდებათ. თანხის დაბრუნება 2 მარტს დაიწყება და 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება“, - აცხადებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კონცერტის ორგანიზატორი AfterWork Music.

 

 

big_banner
არქივი