logo_geo
Disney „რობინ ჰუდის“ რიმექის გადაიღებს
- +

13 აპრილი. 2020. 01:31

 

 

 

კომპანია Disnyey-მ ანიმაციური ფილმის „რობინ ჰუდი“ რიმექის გადაღება გადაწყვიტა. ამის შესახებ Variety წერს.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, 1973 წლის მულტფილმს ფილმად გადააქცევენ. ამისთვის ცხოველებს და CGI-ტექნოლოგიას გამოიყენებენ, ისევე როგორც ეს Disney-მ „დამბოს“ და „ჯუნგლების წიგნის“ შემთხვევაში გააკეთა. სურათის რეჟისორის კარლოს ლოპეს ესტრადა იქნება, სცენარზე კი კერი გრანლუნდი იმუშავებს.

 

 

ახალი „რობინ ჰუდი“ Disney +-ზე გავა. ფილმის პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი