logo_geo
ბადრი მაისურაძე: დირიჟორები განცვიფრებულნი იყვნენ...
- +

17 მარტი. 2017. 14:18



„პრემიერის გარდა, კიდევ იყო ხუთი სპექტაკლი და ყველამ ჩაიარა კარგად", - ამის შესახებ ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ „ქართულ აზრს" განუცხადა და „აიდას" პრემიერის შესახებ ისაუბრა, რომელიც 4 მარტს გაიმართა. როგორც მაისურაძე აღნიშნავს, დირიჟორები განცვფირებულნი იყვნენ, რადგანაც ყველა სპექტაკლი ანშლაგით მიმდინარეობდა.


„არ მინდა რომელიმე სპექტაკლს რამე ღირებულება მოვუმატო ან ჩამოვაკლო, ყველა იყო გასაოცარი. დირიჟორები განცვიფრებულნი იყვნენ, მაგალითად, მარკო ბოემს, რომელიც მეოთხე სპექტაკლს დირიჟორობდა, უკვირდა, პრემიერა არ არის, მეოთხე სპექტაკლია და, მაინც როგორ იღებენ სპექტაკლსო, ხოლო დანიელ ორენს, რომელმაც პრემიერა იდირიჟორა, რეჟისორისთვის უთქვამს, აი, სად უნდა ჩამოვიდეთ და სად არის აუდიტორიასთან ემოციის თანხვედრაო.  განცვიფრებულნი იყვნენ.

 

კიდევ ერთს გეტყვით, პრემიერამდე 2 გენერალური რეპეტიცია იყო, მაშინ უნდა გენახათ, რა ხდებოდა, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი სპექტაკლი იყო, გამოვიდა, რომ ჩატარდა 8 სპექტაკლი სრული ანშლაგით", - განაცხადა მაისურაძემ.



 

big_banner
არქივი