logo_geo
ბადრი მაისურაძე: კულტურის სამინისტრომ ძალიან ივაჟკაცა...
- +

17 მარტი. 2017. 14:33



კულტურის სამინისტროს გარეშე არაფერი არ იქნებოდა", - ამის შესახებ ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ „ქართულ აზრს" განუცხადა და „აიდას" პრემიერას გამოეხმაურა. ბადრი მაისურაძის თქმით, ძეფირელის დადგმის ქირაობაში უდიდესი წვლილი კულტურის სამინისტროს მიუძღვის.

 

„კულტურის სამინისტრომ გამოგვიყო ის მაქსიმუმი, რაც შეეძლო იმისათვის, რომ დაწყებულიყო პროცესი. რა თქმა უნდა, სამინისტროს გარეშე არაფერი არ იქნებოდა. ქედს ვიხრი მათ წინაშე. მანამდე ფაქტობრივად ოპერას არაფერი არ ჰქონდა გამოყოფილი. სამინისტრომ ძალიან ივაჟკაცა და იმხელა დაფინანსება მოგვცა, რომ ჩვენ შეგვიძლია, 3-4 სპექტაკლი ვაჩვენოთ ქართველ მაყურებელს.

 

რაც შეეხება ფრანკო ძეფირელის დადგმის ქირაობას, შუამავალი იყო „იტალია არტ კომპანი", - აცხადებს მაისურაძე.


როგორც სამხატვრო ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, დიდი სურვილი აქვს, „აიდა" დარჩეს  რეპერტუარში.


შესაძლებელია „აიდას" დადგმის შესყიდვა. გვაქვს გეგმაში, რომ „აიდა" იყოს რეპერტუარში, არ არის ეს ისეთი წარმოუდგენელი რამ. „აიდა" ძალიან ბევრ თეატრს აქვს დადგმული, კარგ რეჟისორებს, ამიტომაც შესაძლებელია ყიდვა. მინდა, ყველამ კარგად გაიგოს, რატომ ვყიდულობთ დადგმას - სამწუხაროდ, ყიდვა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ვინმეს მოწვევა და საკუთარი დადგმის განხორციელება", - ამბობს ბადრი მაისურაძე. 


 

big_banner
არქივი