logo_geo
თბილისში ლენი კრავიცის კონცერტის თარიღი ცნობილია
- +

31 მაისი. 2020. 20:43

 

თბილისში ლენი კრავიცის კონცერტის ახალი თარიღი ცნობილია, ლეგენდარული მუსიკოსის კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2021 წლის 29 მაისს ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ.

 

 

მათივე ინფორმაციით, უკვე შეძენილი ბილეთების გამოყენებას სურვილის შემთხვევაში მომხმარებლები 2021 წელს შეძლებენ.

 

 

„მუსიკოსი შეასრულებს სიმღერებს როგორც, ბოლო ალბომიდან, ისე მსოფლიო ჰიტებს 30-წლიანი მუსიკალური კარიერიდან“, - ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

 

 

გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ლენი კრავიცი კონცერტს თბილისში 2020 წლის 31 მაისს გამართავს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო მუსიკოსის კონცერტი, ისევე როგორც არაერთი სხვა ღონისძიება, გადაიდო.

 

 

 

big_banner
არქივი