logo_geo
მოზარდ მაყურებელთა თეატრი კახი კავსაძეს 85 წლის იუბილეს 5 ივნისს, 12:00 საათზე მიულოცავს
- +

3 ივნისი. 2020. 22:54

 

 

პოპულარული ქართველი მსახიობი, 5 ივნისს 85 წლის გახდება.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი კახი კავსაძეს 85 წლის იუბილეს 5 ივნისს, 12:00 საათზე მიულოცავს.

 

 

კახი კავსაძის შემოქმედებითი ბიოგრაფია რუსთაველის თეატრს უკავშირდება, რომელსაც ბოლომდე უერთგულა. კახი კავსაძე მაყურებლისთვის სხვა მხრივაც არის საყვარელი პერსონა – ცნობილია მისი დიდი სიყვარული მეუღლის, ბელა მირიანაშვილის მიმართ. წყვილის სიყვარულის ამბავი ლეგენდად იქცა, რომელზეც მსახიობი იშვიათად, მაგრამ ძალიან დიდი გრძნობითა და ემოციებით საუბრობს.

 

„რომ არა ბელას სიძლიერე და გაუტეხლობა, არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებდი“, აღნიშნა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

კახი კავსაძემ დღეს უამრავი მილოცვა მიიღო, მათ შორის, ქალაქის მერისგან, კახი კალაძისგან.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი