logo_geo
კახი კავსაძე იუბილარია- „ქართული აზრი“ მილოცვებს უერთდება!
- +

5 ივნისი. 2020. 02:05

 

 

თეატრისა და კინოს მსახიობი კახი კავსაძე იუბილარია. მას 85 წელი შეუსრულდა.

 

კახი კავსაძე 1935 წლის 5 ივნისს, თბილისში დაიბადა, თუმცა, მისი დაბადების შემდეგ მშობლები საცხოვრებლად  ტყიბულში გადავიდნენ.

 

კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი  50–იანი წლებში შედგა. კავსაძე 1981 წელს საქართველოს სახალხო არტისტი, 1989 წელს კი, ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი გახდა.

 

მსახიობს მოღვაწეობის პერიოოდში 90-მდე კინოროლი აქვს შესრულებული. მისი როლებიდან კი აღსანიშნავია: ადამი ("ღვთაებრივი კომედია"), თავადი კოწია ("გუშინდელნი"), დევდარიანი ("საბრალდებო დასკვნა"), ილიკო ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონო"), სიმონ ჩაჩავა ("კავკასიური ცარცის წრე"), ლორდ ჰასტინგსი ("რიჩარდ III"), კენტი ("მეფე ლირი"), რასპუტინი ("კვაჭი კვაჭანტირაძე"), ბატონი დევი ("მერე რა, რომ სველია სველი იასამანი")

 

საინფორმაციო სააგენტო „ქართული აზრი“ კახი კავსაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს. ყველასთვის საყვარელ მსახიობს ჯანმრთელობას ვუსურვებთ.

 

 

big_banner
არქივი