logo_geo
ფრუნზიკ მკრტჩიანი - 90
- +

4 ივლისი. 2020. 18:31

 

 

დაიბადა 1930 წლის 4 ივლისს. მას ორი სახელი ჰქონდა. ოჯახში მღერს ეძახდნენ, რაც სომხურად „ნათელს“ ნიშნავს, ხოლო ოფიციალურად ფრუნზე ერქვა.

 

1956 წელს ერევნის თეატრალური უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გახდა სუნდუკიანის თეატრის დასის მსახიობი. კინოში დებიუტიც ამ წელს შედგა. მაგრამ თუ კინოში დებიუტი იყო, თეატრში მაყურებელი სპექტაკლებზე მკრტჩიანის საყურებლად დადიოდა.

 

1960 წელს იყო სრულფასოვანი დებიუტი კინოში, ფრუნზემ მხიარული მუსიკოსის როლი შეასრულა. შემდეგ იყო 5-წლიანი შესვენება, კინოში ის საერთოდ არ გადაუღიათ.

 

1965 წელს გიორგი დანელიამ გადაიღო კომედიაში „33“. ერთი წლის შემდეგ გამოვიდა გაიდაის „კავკასიელი ტყვე ქალი“. საინტერესოა, რომ ფილმში ჯიბრაილის ცოლის როლს მსახიობის მეორე ცოლი - დონარა ასრულებს.

 

იმავე 1966 წელს ფრუნზემ ითამაშა როლან ბიკოვის ფილმში „აიბოლიტ-66“. ამ დროს ის უკვე ცნობილი იყო მთელ ქვეყანაში და ითვლებოდა საუკეთესო კომედიურ მსახიობად.

 

მსახიობმა  მეუღლის ავადმყოფობის გამო ბევრ კარგ როლზე თქვა უარი. თუმც 70-იანი წლების მეორე ნახევარში მაყურებელმა გაიხარა, გამოვიდა რეჟისორ გიორგი დანელიას  „მიმინო“, სადაც მკრტჩიანი ვახტანგ კიკაბიძესთან ერთად თამაშობდა.

 

1978 წელს მკრტჩიანმა სსრკ სახელმწიფო პრემია მიიღო და 1984 წელს სახალხო არტისტი გახდა.

 

მეორე მეუღლეს დონარა პილოსიანს  50-იან წლების შუა პერიოდში შეხვდა. ახალგაზრდა მსახიობები დაქორწინდნენ და ერთად დაიწყეს მუშაობა. შეეძინათ გოგონა - ნუნე და ვაჟი - ვაზგენი. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ დონარას მემკვიდრეობითი ფსიქიკური დაავადება აღმოაჩნდა. ექიმებმა ვერაფერი უშველეს. მან ეჭვიანობა დაიწყო. ფრუნზეს ცხოვრება კი  ჯოჯოხეთს დაემსგავსა.

 

დონარას მდგომარეობა უარესდებოდა და მეუღლე იძულებული შეიქნა, თანხმობა ეთქვა დონარას ჰოსპიტალიზაციაზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, პარიზში, იქიდან გამოსვლის უფლების გარეშე.

 

მალე ქალიშვილი არგენტინაში წავიდა საცხოვრებლად, ვაჟს კი ექიმებმა იგივე დაავადება დაუდგინეს, რაც დედას. მკურნალობამ აქაც არ გამოიღო შედეგი და ვაზგენიც იმავე კლინიკაში მოათავსეს. ამბობენ, რომ ისინი დერეფანში სეირნობისას ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ერთხელაც ვერ იცნეს ერთმანეთი.

 

ამ პრობლემების გასაქარვებლად მსახიობმა ალკოჰოლს მიჰყო ხელი და როგორც ამბობენ, სწორედ ეს გახდა სიკვდილის მიზეზი. ყურადღებას აქცევდა ძმა ალბერტი, სწორედ მან აღმოაჩინა  ფრუნზე გარდაცვლილი.

 

გარდაიცვალა 1993 წლის 29 დეკემბერს 63 წლის ასაკში. მიზეზად ინფარქტი დასახელდა.

 

ქალიშვილი ნუნე 1998 წელს კიბოთი გარდაიცვალა. შვილიშვილი გაიანე(ირენ) არგენტინაში ცხოვრობს. ვაჟი ვაზგენი 33 წლის ასაკში ციროზით გარდაიცვალა.

 

მსახიობის 5 ძეგლი არსებობს, მათ შორის 4 საკულტო ფილმებიდან, 1 კი პირადი. მის მშობლიურ ქალაქ გიუმრიში მისი სახელობის მუზეუმია. 2006 წელს სომხეთში გამოვიდა ფრუნზე მკრტჩიანის სახელობის საფოსტო მარკა.

 

 

 

 

 

 


 

 

 


 



big_banner
არქივი