logo_geo
Lionsgate-ი „ბინძური ცეკვების“ სიქველს გადაიღებს
- +

9 აგვისტო. 2020. 10:16

 

 

სტუდია Lionsgate საკულტო ფილმის „ბინძური ცეკვები“ სიქველს გადაიღებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ორიგინალურ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი, ჯენიფერ გრეი ფრენსის ჰაუსმანის როლს დაუბრუნდება. სურათის რეჟისორი ჯონათან ლივაინი იქნება, სცენარზე კი მიკი დოტრი და ტობიას იაკონისი იმუშავებენ.

 

„ეს სწორედ ისეთი რომანტიკული, ნოსტალგიური ფილმი იქნება, რომელსაც ფრანშიზის თაყვანისმცემლები ელოდებოდნენ“, - განაცხადა სტუდიის დირექტორმა ჯონ ფელტაიმერმა.

 

ორიგინალური „ბინძური ცეკვები“ ეკრანებზე 1987 წელს გამოვიდა. მთავარი როლები ფილმში ჯენიფერ გრეიმ და პატრიკ სუეიზიმ შეასრულეს. სურათმა „ოსკარი“ მიიღო საუკეთესო სიმღერისთვის. 2000-იან წლებში სურათის პრიქველი „ბინძური ცეკვები 2: ჰავანური ღამეები“ გამოვიდა, თუმცა კრიტიკოსებმა სურათი ნეგატიურად მიიღეს.

 

big_banner
არქივი