logo_geo
„ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაცია საკუთარ თავზე კულტურის სამინისტრომ აიღო“
- +

11 აპრილი. 2017. 13:45




 „სარეაბილიტაციო სამუშაოები კარგი ტემპით მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მაისის ბოლოს სარემონტო სამუშაოები დასრულდება", - ამის შესახებ ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ ქორიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს. თეატრს სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სამინისტროს ინიციატივით უტარდება.



„სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვარში დაიწყო, თუმცა ყინვების გამო გვქონდა შეფერხება, ახლა პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მაისის ბოლოს სარემონტო სამუშაოები დასრულდება. მეორე ეტაპზე უკვე განათების, ფარდებისა და სკამების მონტაჟი მოხდება, ანუ სექტემბრისთვის ახალი თეატრი გვექნება. კულტურის სამინისტროს დაფინანსება 2 ეტაპადაა გაყოფილი, პირველი ეტაპისთვის, ანუ შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებისთვის გამოყოფილი იყო 302 000 ლარი, ხოლო განათების, აპარატურის შესაძენად და დასამონტაჟებლად გამოიყო 100 000. მთლიანად შენობის რეაბილიტაცია საკუთარ თავზე კულტურის სამინისტრომ აიღო.

 

როდესაც რაბათის ციხეს რესტავრაცია ჩაუტარდა, თეატრი რაბათის ტერიტორიაზე გადაიტანეს, ძველი შენობა კი, რომელშიც მანამდე თოჯინების სახელმწიფო თეატრი იყო, გაიყიდა, საბოლოო ჯამში, შენობა ისევ დაუბრუნეს თეატრს, თუმცა უკვე გამოშიგნული და დანგრეული გახლდათ, ხოლო რაბათში არსებული ფართი საკმაოდ მცირე იყო, დაახლოებით 100 კვ/მ. ფაქტობრივად, ამ ეტაპზე ძველი შენობის რეაბილიტაცია ნულიდან დაიწყო", - აცხადებს ვახტანგ ქორიძე.


 

big_banner
არქივი