logo_geo
ზუგდიდის პროფესიული დრამატული თეატრის შენობის რეაბილიტაცია თავის თავზე „ქართუ ჯგუფმა“ აიღო
- +

11 აპრილი. 2017. 13:46



2015-2016 წლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდათ.  რამდენიმე შენობაში სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მათ შორისაა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი, რომლის დირექტორი ზურაბ ეგუტია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს და პროცესი 2 კვირაში დასრულდება.


„თეატრი ავარიულ მდგომარეობაშია. ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2 კვირაში უნდა დასრულდეს. პროექტი დააფინანსა კულტურის სამინისტრომ და ადგილობრივმა მერიამ. მთლიანი შენობის რეაბილიტაცია კი თავის თავზე „ქართუ ჯგუფმა" აიღო", - განაცხადა ზურაბ ეგუტიამ.


 

big_banner
არქივი