logo_geo
ჭიათურის სახელმწიფო თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კულტურის სამინისტრომ 125 000 ლარი გამოყო
- +

11 აპრილი. 2017. 13:49




კულტურის მინისტრის ინიციატივით, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, შეიცვალა თეატრის ფიცარნაგი, მოხდა შტანგეტის დემონტაჟი და განხორციელდა კიდევ სხვა სამუშაოები.


როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა ცერცვაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვარში დაიწყო.


„კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამგეობის თანადაფინანსებით, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეაბილტაცია დაიწყო იანვრის თვეში და დაახლოებით 4 თვე გაგრძელდება. შეიცვალა თეატრის ფიცარნაგი, რამდენიმე შტანგეტის დემონტაჟი მოხდა და კიდევ სხვა სამუშაოები განხორციელდა. კულტურის სამინისტრომ გამოყო 125 000, ხოლო ადგილობრივმა თვითმმართველობამ - 50 000 ლარი.

 

თეატრს სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ სჭირდება, ნაწილობრივი რეაბილიტაცია მიმდინარეობდა ახლა, მაყურებელთა დარბაზი გასაკეთებელია, იატაკი დალპა და სკამებს ვეღარ იჭერს, მოკლედ, თეატრის დარბაზი სავალალო მდგომარეობაშია, თუმცა კულტურის სამინისტროს პროგრამაში აღნიშნულია, რომ თეატრის სრული რეაბილიტაცია მოხდეს. პროექტი შედგენილია, ის, რაც ჩატარდა, მხოლოდ პირველი ეტაპია, დარჩენილია კიდევ 2 ეტაპი და ესეც ეტაპობრივად მოგვარდება", - განაცხადა მამუკა ცერცვაძემ.


 

big_banner
არქივი