logo_geo
2021 წლის ევროვიზიაზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს
- +

1 მარტი. 2021. 19:32

 

თორნიკე ყიფიანი 2021 წლის ევროვიზიაზე საქართველოს სიმღერით You წარადგენს, ამის შესახებ ინფორმაციას ევროვიზიას ოფიციალური საიტი ავრცელებს.

 

საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს - როკი, პოპ-როკი და ბლუზ-როკი.

 

სიმღერის არანჟირება „ბრავო რექორდსში“ გაკეთდა და მასზე თორნიკესთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა.

 

წლევანდელ მასშტაბურ კონკურსს როტერდამი 18, 20 და 22 მაისს უმასპინძლებს. ქართველი მონაწილე, 20 მაისს, მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.

big_banner
არქივი