logo_geo
ფესტივალმა „საჩუქარი“ ბელგიიდან უზომოდ სასიხარულო ცნობა მიიღო!
- +

13 აპრილი. 2017. 22:03


ფესტივალმა „საჩუქარი" ბელგიიდან უზომოდ სასიხარულო ცნობა მიიღო. ევროპული ფესტივალების ასცოციაციამ ფესტივალს „საჩუქარი" ევროპის ხარიხის უმაღლესი ნიშანი და ჯილდო მიანიჭა.


„ჩვენ მოხარული ვართ შეგატყობონოთ, რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა „საჩუქარი" EFFE Label 2017-2018 (ევროპა ფესტივალებისთვის - ფესტივალები ევროპისთვის ხარისხის ნიშანი) მიიღო. ჯილდო დაამტკიცა საერაშორისო ჟიურიმ. ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით ფესტივალს განვითარების უზარმაზარი პოტენცია აქვს.

 

დღეიდან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი" არის EFFE-ს საფესტივალო საზოგადოების წევრი, რომელსაც ევროპის ფესტივალების ასოციაცია ხელმძღვანელობს. მასში გაერთიანებული ფესტივალები იცავენ მაღალ სახელოვნებო დონეს და ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას ადგილობრივ, ნაციონალურ და საერთაშორისო ასპარეზზე", - ნათქვამია ევროპული ფესტივალების ასცოციაციის განცხადებაში, რომელსაც ხელს ასოციაციის პრეზიდენტი დარკო ბლეიკი და  საერთაშორისო ჟიურის პრეზიდენტი ჯონატან მილსი აწერენ.

 





 

big_banner
არქივი