logo_geo
„სამეფო კარის თამაშების“ ავტორმა HBO-სთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
- +

29 მარტი. 2021. 02:42

 

ტელეკომპანიამ HBO მწერალ ჯორჯ მარტინთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მარტინი ტელეკომპანიისა და მისი სტრიმინგ-სერვისის ახალ შოუებზე იმუშავებს. ხელშეკრულების ფასი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა წყარო აღნიშნავს, რომ საუბარი 8-ნიშნა რიცხვზეა.

 

ჯორჯ მარტინი ციკლის „ცეცხლი და ყინული“ ავტორია, რომელიც HBO-ს ყველაზე პოპულარულ სერიალს, „სამეფო კარის თამაშებს“ დაედო საფუძვლად. ამ ეტაპზე ტელეკომპანია მარტინის ნაწარმოების მიხედვით 3 პროექტზე მუშაობს: „დრაკონის სახლი“ ეკრანებზე 2022 წელს გამოვა, კიდევ ერთ სერიალს კომპანია ნოველების ციკლის „დუნკი და ეგი“ მიხედვით გადაიღებს, ცოტა ხნის წინ კი HBO Max-მა „სამეფო კარის თამაშების“ მიხედვით ანიმაციურ სერიალზე დაიწყო მუშაობა.

 

საკუთარი წიგნების მიხედვით გადაღებული პროექტების გარდა, მარტინი როჯერ ჟელიაზნისა და ნნენდი ოკორაფორის ნაწარმოების ეკრანიზაციაში მიიღებს მონაწილეობას.

 

big_banner
არქივი