logo_geo
Amazon-ი „კარგი ნიშნების“ მეორე სეზონს გადაიღებს
- +

29 ივნისი. 2021. 17:34

 

Amazon-ი სერიალის „კარგი ნიშნები“ მეორე სეზონს გადაიღებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მეორე სეზონი 6 სერიისგან შედგება. გადაღებები კი წლის ბოლომდე, შოტლანდიაში დაიწყება. თავიანთ როლებს დაუბრუნდებიან მაიკლ შინი და დევიდ ტენანტი.

 

„კარგი ნიშნები“ ნილ გეიმანისა და ტერი პრატჩეტის წიგნზეა დაფუძნებული: „კარგი ნიშნები: ალქაჯ აგნეს ნატერის კარგი და ზუსტი წინასწარმეტყველებები“. სიუჟეტის მიხედვით, ლონდონში მცხოვრები ანგელოზი აზირაფელი (მაიკლ შინი) და დემონი კროული (დევიდ ტენანტი) სამყაროს აპოკალიფსისგან გადარჩენას ცდილობენ.

 

ახალი სეზონი ორიგინალურ სცენარზე იქნება დაფუძნებული.

big_banner
არქივი