logo_geo
ქართველი მუსიკოსის Creams-ის ტრეკი Netflix-ის სერიალ „ლუციფერში“ გამოიყენეს
- +

11 სექტემბერი. 2021. 16:36

 

ქართველი მუსიკოსის, ნათია ჭიჭინაძის, იგივე Creams-ის ტრეკი „Sleep On Me“, ნეტფლიქსის სერიალ „ლუციფერში“ გამოიყენეს. ინფორმაციას მუსიკოსი თავის Facebook-გვერდზე ავრცელებს.

 

„დაახლოებით 3-4 თვის წინ მომწერეს, მაგრამ ისიც გამაფრთხილეს, რომ თუ ალტერნატიულ ტრეკს იპოვიდნენ, შეიძლება არ ჩაესვათ. ამიტომაც მშვიდად მივუდექი ამ ფაქტს. ახლა როცა დაიდო, ძალიან გამიხარდა.

 

უცნაური შეგრძნებაა. აქამდე ამ კუთხით არ მომისმენია ჩემი ტრეკისთვის“, - ამბობს მუსიკოსი.

 

Creams-ის ტრეკი „ლუციფერის“ მე-6 სეზონის მე-5 ეპიზოდშია გამოყენებული.

 

 

 

big_banner
არქივი