logo_geo
მერაბ ნინიძემ Asia Pacific Screen Awards-ზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო მიიღო
- +

12 ნოემბერი. 2021. 17:54

 

ავსტრალიაში Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია ონლაინ გაიმართა, სადაც მერაბ ნინიძეს ალექსეი გერმანის (უმცროსის) ფილმში House Arrest შესრულებული მთავარი როლისთვის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო გადაეცა, – აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

 

ამავე ნომინაციაში წარდგენილი იყო ლევან თედიაშვილი (ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი).

 

ცერემონიის მსვლელობისას რეჟისორმა დეა კულუმბეგაშვილმა APSA Academy Film Fund-ის გრანტი მიიღო თავისი მომავალი ფილმის პროექტისთვის Historia.

 

 

big_banner
არქივი