logo_geo
„ადამიანი ობობას“ ახალი ნაწილის მეორე ტრეილერი გამოქვეყნდა
- +

17 ნოემბერი. 2021. 10:29

 

 

 

Sony Pictures-მა ფილმის „ადამიანი ობობა: გზა სახლისკენ არ არის“ ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. ეს ფრანშიზის მესამე ნაწილია, რომელშიც მთავარ როლებს ტომ ჰოლანდი (პიტერ პარკერი) და ზენდაია (ემ ჯეი) ასრულებენ.

 

ტრეილერში ბენედიკტ კამბერბეტჩიც ჩნდება, დოქტორ სტრენჯის როლში. სიუჟეტის მიხედვით, პიტერ პარკერი მას თხოვნით მიმართავს, ყველას დაავიწყოს ადამიანი ობობის ვინაობა. სურათში ასევე გამოჩნდებიან პიტერ პარკერის შესახებ გადაღებული პირველი 5 ფილმის პერსონაჟები. ამ სურათებში ადამიანი-ობობას როლი ტობი მაგუაიერმა და ენდრიუ გარფილდმა შეასრულეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი