logo_geo
დღეს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა
- +

19 ნოემბერი. 2021. 11:47

 

 

19 ნოემბერი ქართველი მუსიკოსის, პოეტისა და მწერლის ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა.

 

ჩარკვიანის პირველი სოლო-ჩანაწერი იყო სიმღერა “War is Over”. მისი პირველი სოლო-ალბომი, “Svan Songs” ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს გერმანიაში.

 

1997 წელს გამოვიდა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი “აფრენ”. 1999 წელს კი დაიწერა „მეფეს“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა “საქართველო”.

 

2004 წელს გამოქვეყნდა ალბომი “სავსე”, რომელიც დაემთხვა ჩარკვიანის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია “ვიცი რომ”, “აქ ხარ” და “ნანასი”.

 

ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ჩარკვიანის შემოქმედებითი აქტიურობით - შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად “მეფე” აირჩია.

 

2006 წლის 24 თებერვალს მუსიკოსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი