აშშ-ში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს - „Grammy“-ს ნომინანტები დასახელდნენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ლიდერი ნომინაციების რაოდენობით ჯაზის შემსრულებელი ჯონ ბატისტი გახდა. ის 11 კატეგორიაშია წარდგენილი. ჯასტინ ბიბერი, Doja Cat და H.E.R. გამარჯვებისთვის 8 ნომინაციაში იბრძოლებენ. ბილი აილიში და ოლივია როდრიგო კი 7 კატეგორიაში არიან წარდგენილები.
რეპერმა Jay Z 3 ნომინაცია მიიღო და შედეგად, კარიერის განმავლობაში მიღებული ნომინაციების რაოდენობა 83-მდე გაიზარდა, რაც „Grammy“-ს ახალი რეკორდი გახდა.
დაჯილდოების ცერემონია 2022 წლის 31 იანვარს გაიმართება.