logo_geo
ადელის ახალი ნამუშევარი წლის ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომად დასახელდა
- +

27 ნოემბერი. 2021. 10:10

 

 

ინგლისელი მომღერლის ადელის ბოლო ნამუშევარი „30“ 2021 წლის ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომად დასახელდა და „ABBA“-საც კი გადაასწრო, რომელიც, ამ დრომდე, აღნიშნული მაჩვენებლით, პირველ ადგილზე იყო, - ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოშვებიდან ერთ კვირაში 261 ათასი ალბომი გაიყიდა. იქამდე, შვედური პოპ-ჯგუფის ალბომი „Voyage“ ლიდერობდა, რომლის ერთკვირიანი გაყიდვების მაჩვენებელიც 204 ათასი ეგზემპლარი იყო.

 

ალბომს „30“ მედია „განქორწინების ალბომის“ სახელით მოიხსენიებს, რადგან მომღერალი აცხადებს, რომ ახალი ნამუშევრების ინსპირაცია სწორედ ქმართან დაშორების გამოცდილება გახდა.

 

ადელის წინა ალბომი „25“ 2015 წელს გამოვიდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი