logo_geo
თეა წულუკიანი: „ლიტერას“, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს
- +

3 დეკემბერი. 2021. 14:28

 

„ჩვენ გვქონდა ლიტერატურული პრემია სახელად „ლიტერა“. ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას“, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ის დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგა.

 

მისი თქმით, ის სასამართლო დავის დაწყებას აპირებდა, თუმცა ეს ვერ გააკეთა, რისი მიზეზიც განმარტა.

 

„აღმოჩნდა, რომ როდესაც ეს კონკურსი და პრემია „ლიტერა“ დაფუძნდა, სახელმწიფო დონეზე არ იყო საკანონმდებლო არც ერთი აქტი გამოცემული, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა. შესაბამისად, როდესაც ეს კონკურსი და პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ჩვენ ვერ შევძელით სასამართლო დავის წამოწყება. ამიტომაც, ჩემი გადაწყვეტილებით, კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს. ჩვენ დავაფუძნებთ სხვა კონკურსს და მე მზად ვარ კულტურის კომიტეტთან თანამშრომლობისთვის, რათა შევიმუშაოთ ისეთი კონკურსი და პრემია, რომელიც შეეხება პირუთვნელად ყველას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ამასთან, მინისტრმა მწერლებსა და პოეტებს სამინისტროსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

 

 

big_banner
არქივი