logo_geo
შოთა ხაბარელი: წინამორბედი ხელისუფლების მიერ სპორტის უნივერსიტეტის გაუქმება იყო ძალიან დიდი შეცდომა
- +

3 დეკემბერი. 2021. 21:19

 

„მოხსენების სპორტის საკითხით დაწყება იყო უპრეცედენტო. მე, როგორც ყოფილ სპორტსმენს, ეს ძალიან გამიხარდა, რადგან სპორტი ყოველთვის ბოლოს იყო მინისტრების გამოსვლებში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა შოთა ხაბარელმა პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მინისტრის საათის ფორმატში უსმენდნენ.

 

შოთა ხაბარელის თქმით, თეა წულუკიანი ბევრ უმნიშვნელოვანეს საკითხს შეეხო სპორტთან მიმართებაში, მათ შორის, სპორტის უნივერსიტეტს, რომელმაც მისივე თქმით, დიდი ქარცეცხლი გამოიარა.

 

„ჩვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არ უნდა არსებობდეს ასეთი უნივერსიტეტი და გააუქმა იგი. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. დრეს, როცა ვსაუბრობთ სპორტში ჩართულობაზე, ზუსტად იმ დროიდანაა დაწყებული. 350 000 ადამიანიდან, რომელიც სპორტში იყო ჩართული, 30 000 ადამიანამდე ჩამოიყვანეს. ეს იყო დიდი ტრაგედია. დღეს ვსაუბრობთ მაღალი მიღწევების სპორტზე, სადაც დიდი წარმატებები გვაქვს გამოწვევების გარეშე, მაგრამ დიდი გამოწვევაა მასობრივ სპორტში. და ძალიან კარგია, რომ შექმენით ეს დეპარტამენტი თქვენს სამინისტროში“, - მიმართა შოთა ხაბარელმა თეა წულუკიანს.

 

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა მონახოს გზები, რომ მომავალი თაობა ჩაერთოს სპორტში. მისი თქმით, გამოწვევებია სპორტულ ფედერაციებთანაც.

 

წლების მანძილზე ვსაუბრობთ, რომ ფედერაციებთან უნდა იყოს ხელშეკრულება ისეთი, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება სასარგებლო, წესდებებს, რომელიც საკმარისი არ არის, გადახედვა სჭირდება. თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი ძალიან კარგია - ჩვენ მივაღწევთ იმ პროგრესს, რაც მიზნად გვაქვს დასახული“, -განაცხადა შოთა ხაბარელმა.

 

 

 

big_banner
არქივი