logo_geo
„ჰოგვორტსში დაბრუნების“ პირველი ტიზერი გამოქვეყნდა
- +

6 დეკემბერი. 2021. 10:27

 

 

HBO MAX-მა „ჰარი პოტერის“ პირველი ფილმის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური ეპიზოდის პირველი ტიზერი გამოაქვეყნა.

 

მოკლე რგოლში მსახიობები რობი კოლტრეინი (ჰაგრიდი) და მეთიუ ლიუისი (ნევილ ლონგბოტომი) იღებენ წერილებს ჰოგვორტსის ემბლემით, მარკ უილიამსი (არტურ უიზლი) კი მატარებელში ჯდება. ვიდეოში „ჰარი პოტერის“ სხვა მსახიობებიც ჩანან, რომლებიც კინგს-კროსზე, პლატფორმა 9¾-ზე მიდიან.

 

„ჰოგვორტსში დაბრუნება“ ეკრანებზე 2022 წლის 1-ელ იანვარს გამოვა. მასში მონაწილეობს მთავარი როლების შემსრულებლები დენიელ რედკლიფი, ემა უოტსონი, რუპერტ გრინტი, ტომ ფელტონი და სხვები მიიღებენ. ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი, რომელმაც ჰარი პოტერის შესახებ წიგნები დაწერა, ეპიზოდის მონაწილეთა შორის არ არის.

 

 

 

big_banner
არქივი