logo_geo
People's Choice Awards 2021-ის გამარჯვებულები დასახელდნენ
- +

8 დეკემბერი. 2021. 12:08

 

 

აშშ-ში, სანტა-მონიკაში დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონიის People's Choice Awards გამარჯვებულები​ დასახელდნენ. ამის შესახებ EW წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, წლის საუკეთესო ფილმად მაყურებლებმა Marvel-ის „შავი ქვრივი“ დაასახელეს, საუკეთესო მსახიობ კაცად დუეინ ჯონსონი აღიარეს. მას ასევე გადასცეს ჯილდო ნომინაციაში „ხალხის რჩეული“. ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი ქალი“ სკარლეტ იოჰანსონმა გაიმარჯვა. საუკეთესო სერიალად კი მაყურებლებმა „ლოკი“ აირჩიეს.

 

გამარჯვებულები მუსიკალურ სფეროშიც გამოვლინდნენ. წლის საუკეთესო ჯგუფად „BTS“, მომღერალ კაცად Lil Nas X, მომღერალ ქალად კი ადელი დასახელდნენ. წლის სიმღერად კი BTS-ის ჰიტი „Butter“ აღიარეს. ამ კომპოზიციაზე გადაღებული ვიდეო წლის საუკეთესო ვიდეორგოლად დასახელდა.

 

People's Choice Awards ამერიკული ჯილდოა, რომელსაც პოპ-კულტურის წარმომადგენლებს სახალხო ხმის მიცემის შედეგად ენიჭებათ. პირველი ცერემონია 1975 წელს გაიმართა. 2005 წლამდე გამარჯვებულები სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად ვლინდებოდნენ, შემდეგ კი ხმის მიცემა ინტერნეტში გაგრძელდა.

 

 

big_banner
არქივი