logo_geo
ჯგუფ „ილ დივოს“ წევრი კარლოს მარინი გარდაიცვალა
- +

20 დეკემბერი. 2021. 12:48

 

მსოფლიოში ცნობილი ჯგუფის, „ილ დივოს“ წევრი, კარლოს მარინი 53 წლისა გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

მომღერალი მანჩესტერში მდებარე საავადმყოფოში, კომაში იყო. არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო მედია არ წერს, ჯანმრთელობის რა პრობლემა ჰქონდა მას.

 

მარინი გერმანიაში დაიბადა, მაგრამ 12 წლიდან ესპანეთში ცხოვრობდა. ის ჯგუფში დაარსების დღიდან, 2003 წლიდან მღეროდა.

 

 

big_banner
არქივი