logo_geo
ფრანგი მსახიობი გასპარ ულიე გარდაიცვალა
- +

19 იანვარი. 2022. 20:07

 

„ფრანგი მსახიობი, გასპარ ულიე ტრაგიკულად დაიღუპა. ის 37 წლის იყო“, - ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

 

ულიე თხილამურებზე სრიალის დროს სასიკვდილოდ დაშავდა. ის გრენობლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მსახიობის გადარჩენა ვერ მოახერხეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

გასპარ ულიე ისეთ ფილმებში მონაწილეობდა, როგორებიცაა „ჰანიბალის აღზევება“, „მიყვარხარ, პარიზო“ და„ „სენ-ლორანი“. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო Marvel-ის სერიალ „მთვარის რაინდში“, რომელიც ეკრანებზე წელს გამოვა.

 

 

big_banner
არქივი