logo_geo
ვაიოლა დევისი მიშელ ობამას როლში - პირველი კადრები სერიალიდან „The First Lady
- +

21 თებერვალი. 2022. 16:06

 

 

ოსკაროსანი მსახიობი ვაიოლა დევისი ახალ სატელევიზიო შოუში „The First Lady“ მიშელ ობამას როლს შეასრულებს, რომლის პირველი თრეილერიც ახლახან გავრცელდა.

 

მიშელ ობამა შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტის ბარაკ ობამას მეუღლე და აშშ-ის 46-ე პირველი ლედი გახლდათ 2009-2017 წლებში.

 

სერიალი სხვადასხვა პერიოდის, სულ სამი პირველი ლედის ცხოვრებას ასახავს და საკმაოდ ბევრ რეალურ ისტორიას შევიტყობთ ქალბატონებზე, რომელებსაც საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო რეალური როლი ჰქონდათ, ამერიკის ისტორიაში.

 

მიშელ ობამას გარდა „The First Lady“-ში ელეანორ რუზველტისა და ბეტი ფორდის ისტორიაც არის მოთხრობილი, მათ როლებს ჯილიან ანდერსონი და მიშელ პფაიფერი ასრულებენ.

 

ვაიოლა დევისი „ოსკარის“, „ოქროს გლობუსისა“ და „ბაფტას“ მფლობელი ამერიკელი მსახიობია. შესრულებული აქვს როლები ფილმებში „Fences“, „Help“, „Doubt“, „Ma Rainey's Black Bottom“.

 

 

big_banner
არქივი