logo_geo
ელისო ბოლქვაძემ მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
- +

9 მარტი. 2022. 19:45

 

 

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებთან და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეებთან. შეხვედრაზე კულტურის სფეროს განვითარების შესახებ ისაუბრეს.

 

„მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს მათი მომდევნო 3 წლის ხედვები, რეგიონებში კულტურის სფეროს განვითარების კუთხით. ასევე ვისაუბრეთ სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში კვლევებში მათ მონაწილეობაზე“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი