logo_geo
ოსკარის დაჯილდოება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურება
- +

25 მარტი. 2022. 21:48

 

 

კინოინდუსტრიის მთავარი ცერემონია 2022 წლის ოსკარების დაჯილდოება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურება, ამის შესახებ შოუს აღმასრულებელმა პროდიუსერმა, უილ პეკერმა განაცხადა. როგორც ვიცით ვოლოდიმერ ზელენსკიც მიიწვიეს მიმდინარე საკითხზე სასაუბროდ, თუმცა სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.

 

2 წლიანი ქაოსის შემდეგ, რომელიც მსოფლიო პანდემიამ გამოიწვია, ოსკარის 94-ე დაჯილდოება განახლებული ძალებით დაგვიბრუნდება. ახლა, როდესაც ყველამ, მათ შორის რეჟისორებმა და მსახიობებმა უხილავ მტერთან კოვიდ 19-თან თანაარსებობა ისწავლეს, ახლა მთელი მსოფლიო ნამდვილ ომს უყურებს უკრაინაში, სადაც მსოფლიოს ბედი წყდება.

 

"კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენების მომსწრენი ვართ. ჩვენ გაგვიმართლა რომ ასეთი შოუს მოწყობის შესაძლებლობა გვაქვს, გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და პატივს მივაგებთ უკრაინას"- ამბობს პეკერი.

 

 

big_banner
არქივი