logo_geo
ნანა ექვთიმიშვილის ფილმი ცნობილი რეჟისორების ნამუშევრების გვერდით მოხვდა
- +

16 მაისი. 2017. 20:55


 

ნანა & სიმონის ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი" სიდნეის კინოფესტივალის ოფიციალურ კონკურსში 12 ფილმს შორის ისეთი რეჟისორების ფილმების გვერდით მოხვდა როგორებიც არიან: სოფია კოპოლა, მიხაელ ჰანეკე, აკი კაურიზმაკი, ილდიკო ენედი, ალან გომისი და სხვა.




My Happy Family ამ წლის 22 იანვარს გამოვიდა და უკვე უამრავ საერთაშორისო კონკურსზე შეძლო ყურადღების მიპყრობა. 52 წლის მანანას ცხოვრება საოცრად დრამატულად და ირონიულადაა აღწერილი. ფილმი რეჟისორების მეორე საერთო ნამუშევარია, პირველი იყო In Bloom, რომელმაც 30 საერთაშორისო პრიზი მოიპოვა.


უკვე რიგით 65-ე კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმები აარჩიეს, მათ შორისაა სოფია კოპოლას ფილმი ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით The Beguiled.



ფესტივალი სიდნეიში 8-17 ივნისს ჩატარდება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი