logo_geo
ელისო ბოლქვაძე: მნიშვნელოვანია სახელოვნებო განათლების რეფორმის თვალსაზრისით ესპანეთში არსებული გამოცდილების გაზიარება და შესწავლა
- +

5 აპრილი. 2022. 14:56

 

 

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ონლაინ შეხვედრა გამართა მადრიდის მთავარი ოპერის Teatro Real-ის გენერალურ დირექტორთან იგნასიო გარსია-ბეელენგუერ ლაიტასთან.

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელოვნებო განათლების რეფორმის თვალსაზრისით ესპანეთში არსებული გამოცდილების გაზიარება და შესწავლა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ არტ-ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით", -განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

big_banner
არქივი