logo_geo
ელისო ბოლქვაძე: ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილე კანდიდატების შერჩევა დაწყებულია
- +

29 აპრილი. 2022. 21:26

 

 

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებთან და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კულტურის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

„შეხვედრაზე განვიხილეთ მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი. მოგეხსენებათ, ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარე წლის 23-31 ივლისს გაიმართება. ვისაუბრეთ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ხელოვანთა ჩართვის შესაძლებლობებზე. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილე კანდიდატების შერჩევა დაწყებულია,“- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

big_banner
არქივი