logo_geo
The Sunday Times-მა დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი მუსიკოსები დაასახელა
- +

21 მაისი. 2022. 01:29

 

 

გამოცემა The Sunday Times-მა დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი მუსიკოსები დაასახელა. რეიტინგის სათავეში პოლ მაკარტნი აღმოჩნდა, რომლის ქონებაც 865 მილიონი გირვანქა სტერლინგად შეფასდა. ამასთანავე, 45 მილიონი მან ბოლო სამ წელიწადში გამოიმუშავა. 

 

მეორე ადგილზეა U2-ს სოლისტი ბონო (625 მილიონი გირვანქა სტერლინგი), მესამეზე კი კომპოზიტორი ენდრიუ ლოიდ უებერი (495 მილიონი გირვანქა სტერლინგი).

 

მეოთხე და მეხუთე ადგილებზე მოხვდნენ ელტონ ჯონი (395 მილიონი გირვანქა სტერლინგი) და სტინგი (320 მილიონი გირვანქა სტერლინგი).

big_banner
არქივი