logo_geo
ელისო ბოლქვაძე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების მსოფლიო ფედერაციის (WFIMC) წარმომადგენელს, სარა ბეტრისეის შეხვდა
- +

16 ივნისი. 2022. 20:21

შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების მსოფლიო ფედერაციის (WFIMC) წარმომადგენელს, სარა ბეტრისეის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და WFIMC-ს შორის სამომავლო თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ელისო ბოლქვაძემ ყურადღება კულტურის კომიტეტის პრიორიტეტებზე გაამახვილა.

„საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელმა დიდი დაინტერესება გამოთქვა საქართველოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით და მადლობა გადაუხადა ქართული მხარეს შეხვედრისათვის“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

​შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.

big_banner
არქივი