logo_geo
როდენის „მოაზროვნე“ პარიზში აუქციონზე გაიყიდება
- +

30 ივნისი. 2022. 00:52

ოგიუსტ როდენის ცნობილი ქანდაკების „მოაზროვნეს“ ასლი პარიზში, Christie's აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ Reuter-ი იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, ბრინჯაოს ქანდაკების ზომა 70 სანტიმეტრია, როდენმა ის დაახლოებით 1928 წელს შექმნა. აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ქანდაკება $14,8 მილიონად გაიყიდება. ვაჭრობა 30 ივნისს გაიმართება.

როდენმა „მოაზროვნეს“ სხვადასხვა ზომის 40-მდე ასლი შექმნა. კერძო კოლექციებში დღეისათვის მხოლოდ 10 მათგანი რჩება. ქანდაკების ორიგინალი პარიზში, როდენის მუზეუმში მდებარეობს.

big_banner
არქივი