logo_geo
ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფო“ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გარდაიქმნება
- +

6 ივლისი. 2022. 21:12

 

 

ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფო“ მალე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გარდაიქმნება. ინიციატივა ბათუმელ ბიზნესმენს, შალვა ბრეუსს ეკუთვნის, რომელმაც ობიექტი აუქციონზე 16 მილიონ ლარად შეიძინა.

 

პროექტი 5 წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ინვესტირებას ითვალისწინებს, ისე რომ შენარჩუნდეს ისტორიული ძეგლის იერსახე. პროექტის განხორციელებას ბიზნესმენი მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორების მონაწილეობით გეგმავს, რისთვისაც გამოცხადებული საერთაშორისო კონკურსის შედეგად, პირველ ეტაპზე შერჩეული, მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული სტუდიების წარმომადგენლები თბილისს სტუმრობენ.

 

 

big_banner
არქივი