logo_geo
ჯგუფი Red Hot Chili Peppers ახალ ორმაგ ალბომს გამოუშვებს
- +

1 აგვისტო. 2022. 01:17

 

 

ამერიკული ჯგუფი Red Hot Chili Peppers ახალ ორმაგ ალბომს გამოუშვებს, სახელწოდებით Return of the Dream Canteen. ამის შესახებ Billboard წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ალბომი 14 ოქტომბერს უნდა გამოვიდეს, ცნობილია პირველი სინგლის სახელწოდებაც - Tippa My Tongue. ჩანაწერის პროდიუსერ კი რიკ რუბინი იქნება, რომელიც ჯგუფთან ადრეც მუშაობდა, ალბომებზე Unlimited Love, Blood Sugar Sex Magik და Californication.

 

2022 წელს ეს Peppers-ების მეორე ალბომი იქნება. პირველი ჩანაწერი, Unlimited Love აპრილში გამოვიდა და Billboard-ის ალბომების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

 

 

big_banner
არქივი