logo_geo
ბრიტანული მუზეუმი ნიგერიაში 70-ზე მეტ არტეფაქტს დააბრუნებს
- +

7 აგვისტო. 2022. 22:24

 

 

„ლონდონში მდებარე ერთ-ერთი მუზეუმი (Horniman Museum) ნიგერიის მთავრობას 72 არტეფაქტს გადასცემს“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

არტეფაქტებს შორისაა დაფები, რომლებიც ოდესღაც ბენინის სამეფო სასახლის კედლებზე იყო განთავსებული, ასევე - მეფის სასახლის გასაღები.

 

არტეფაქტების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ნიგერიის მუზეუმებისა და ძეგლების ეროვნული კომისიის ოფიციალური მოთხოვნა, რომლითაც ბრიტანულ მუზეუმს იანვარში მიმართეს.

 

„ბოლო წლებში, ძარცვით მოპოვებული არტეფაქტების დასაბრუნებლად, ევროპის მთავრობებსა და მუზეუმებზე პოლიტიკური ზეწოლა გაძლიერდა“, - წერს BBC.

 

 

big_banner
არქივი