logo_geo
ოზი ოსბორნი ოპერაციის შემდეგ სცენაზე პირველად გამოჩნდა
- +

10 აგვისტო. 2022. 00:20

 

 

ლეგენდარული მუსიკოსი, ჯგუფ Black Sabbath-ის ფრონტმენი ოზი ოსბორნი ოპერაციის შემდეგ სცენას დაუბრუნდა. ამის შესახებ CNN იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, 73 წლის მომღერალი 2022 წლის თანამეგობრობის თამაშების დახურვის ცერემონიაზე გამოჩნდა, სადაც თავისი ჯგუფის ყოფილ გიტარისტთან, ტომი აიომისთან ერთად Black Sabbath-ის ცნობილი ჰიტი - Paranoid შეასრულა.

 

2022 წელს ოზი ოსბორნს ჯანმრთელობასთან დაკაშირებული პრობლემები ჰქონდა - ივნისში მან ოპერაცია გადაიტანა, აპრილში კი კორონავირუსით დაინფიცირდა.

 

 

big_banner
არქივი