logo_geo
გერმანელი რეჟისორი ვოლფგანგ პეტერსენი გარდაიცვალა
- +

17 აგვისტო. 2022. 10:01

81 წლის ასაკში გერმანელი რეჟისორი ვოლფგანგ პეტერსენი გარდაიცვალა. ამის შესახებ მის საპროდიუსერო კომპანიაზე დაყრდნობით, Variety წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, პეტერსენი 12 აგვისტოს, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი პანკრეასის კიბო გახდა.

ვოლფგანგ პეტგერსენმა კარიერა გერმანიაში დაიწყო. 1981 წელს, მისი ფილმის Das Boot-ის გამოსვლის შემდეგ, რომელმაც ოსკარის 6 ნომინაცია მოიპოვა, რეჟისორი სამუშაოდ ჰოლივუდში მიიწვიეს. განსაკუთრებული პოპულარობა მას ფილმებმა „უსასრულო ისტორია“, „მტერი ჩემი“ და „იდეალური შტორმი“ მოუტანა.

big_banner
არქივი