logo_geo
საქართველოდან „ოსკარზე“ წარსადგენ კანდიდატ ფილმად დათა ფირცხალავას „დიდი შესვენება“ შეირჩა
- +

15 სექტემბერი. 2022. 17:00

 

 

საქართველოდან „ოსკარზე“ წარსადგენ კანდიდატ ფილმად დათა ფირცხალავას „დიდი შესვენება“ შეირჩა. გადაწყვეტილება 12-კაციანმა ჟიურიმ მიიღო.

 

ამერიკის კინოაკადემიის 2023 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევის პროცედურა საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა 22 აგვისტოს დაიწყო. ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის შეტანა 9 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.

 

წელს საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წარმოდგენილი იყო ექვსი ქართული ფილმი: „ატონალური გაბრწყინება“ – რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე; „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ – რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი; „დიდი შესვენება“ – რეჟისორი დათა ფირცხალავა; „მოთვინიერება“ – რეჟისორი სალომე ჯაში; „ოთარის სიკვდილი“ – რეჟისორი იოსებ ბლიაძე; „ტყვია“ – რეჟისორი ხათუნა ვაშაძე.

 

 

big_banner
არქივი