logo_geo
23 სექტემბერს თბილისს მაესტრო ჯუზეპე საბატინი ეწვევა
- +

23 სექტემბერი. 2022. 00:07

 

 

23 სექტემბერს, გამთენიისას თბილისს მაესტრო ჯუზეპე საბატინი ეწვევა. საბატინი 27 სექტემბერს ფონდ „ნატვრის ხის" დამფუძნებლის ნინო სურგულაძისა და საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტს უდირიჟორებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ნინო სურგულაძის ფონდი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ჯუზებე საბატინი მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული უდიდესი იტალიელი ტენორია. მისი შემოქმედება მოიცავს ტენორის რეპერტუარის უმნიშვნელოვანეს პარტიებს, რომლებიც შესრულებული აქვს მსოფლიოს წამყვან თეატრებში.

 

ბოლო წლების განმავლობაში საბატინი მსოფლიო საოპერო სამყაროს მოევლინა როგორც დირიჟორი. ამჟამად, მაესტრო ჟუზეპე არაერთი მსოფლიო თეატრისა და ფესტივალის მიწვეული დირიჟორია.

 

27 სექტემბრის ღონისძიება მიეძღვნება საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წლის თავს.

საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ქართველ, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისა და ასევე მეგობარი უკრაინელი ოჯახებისა და ბავშვების დასახმარებლად Unicef-ის დახმარებით.

 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; თბილისის მერია; ბილტმორი; მაგთი; სილქნეტი; ბაზის ბანკი; Israeli-House; biletebi.ge;

 

ღონისძიების პარტნიორია თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.

 

ქართველ მაყურებელს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებლობა ექნებათ დარეკონ საქველმოქმედო ნომერზე: 0901900999 და მონაწილეობა მიიღონ კეთილ საქმეში.

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-ზე

 

 

big_banner
არქივი