logo_geo
არქეოლოგებმა ისრაელში მე-7 საუკუნის ოქროს მონეტები აღმოაჩინეს
- +

6 ოქტომბერი. 2022. 00:04

 

 

არქეოლოგებმა ისრაელში განძი აღმოაჩინეს: სუფთა ოქროსგან ჩამოსხმული 44 ბიზანტიური მონეტა, რომლებიც მე-7 საუკუნით თარიღდება. ამის შეახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, განძი ქალაქ ბანიასში გათხრების დროს, კედელში იპოვეს. მისი წონა 170 გრამია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მონეტების მფლობელმა ისინი კედელში 635 წელს, მუსლიმური დაპყრობის დროს დამალა.

 

არქეოლოგების თქმით, აღმოჩენა დამატებით ინფორმაციას მიაწვდით რეგიონში ბიზანტიის ძალაუფლების ბოლო წლებზე.

 

 

big_banner
არქივი