logo_geo
16 სექტემბერს Black Sea Arena-ს სცენაზე ლეგენდარული ელტონ ჯონი იმღერებს
- +

31 მაისი. 2017. 20:25



16 სექტემბერს Black Sea Arena-ზე, ლეგენდარული ელტონ ჯონი კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია საკონცერტო დარბაზის ოფიციალური facebook-ის გვერდზე ვრცელდება:


„16 სექტემბერს Black Sea Arena-ზე, SOLO და eastern promotion-ი წარმოგიდგენთ - ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერალის და კომპოზიტორის, ლეგენდარული Elton John-ის და მისი ბენდის კონცერტს. გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი მუსიკოსი საქართველოს პირველად ეწვევა და Black Sea Arena-ს სცენაზე წარსდგება ქართველი მსმენელის წინაშე.

 

ლეგენდარული ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა SOLO-ს წევრებისათვის 25 ივნისიდან, ხოლო არა წევრებისთვის კი 29 ივნისიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა SOLO ლაუნჯებში და www.tkt.ge-ზე შეგეძლებათ" ,- ნათქვამია Black Sea Arena-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 

 

 

 

big_banner
არქივი