logo_geo
„ტვინ პიქსის“ მსახიობი ალ შტრობელი 83 წლისა გარდაიცვალა
- +

5 დეკემბერი. 2022. 12:31

 

 

ამერიკელი მსახიობი ალ შტრობელი, რომელმაც სერიალ „ტვინ პიქსში“ ცალხელა კაცის, ფილიპ ჯერარდის როლი შეასრულა, 83 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Deadline წერს.

 

სერიალის პროდიუსერის, საბრინა საზერლენდის განცხადებით, ალ შტრობელი 1 დეკემბერს გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.

 

ალ შტრობელი სერიალის პირველ და მეორე სეზონებში მონაწილეობდა, რომელიც ეკრანებზე 1990 წელს გამოვიდა. მან ასევე მიიღო მონაწილეობა სრულმეტრაჟიან ფილმში „ტვინ პიქსი: ცეცხლი მომყვება“ (1992) და სერიალის მესამე სეზონში (2017).

 

 

big_banner
არქივი