logo_geo
კრისტის აუქციონზე ქართველი მხატვრის, მერაბ აბრამიშვილის ორი ნამუშევარი გაიყიდა
- +

5 ივნისი. 2017. 22:32


5 ივნისს, კრისტის აუქციონზე ქართველი მხატვრის, მერაბ აბრამიშვილის ორი ნამუშევარი - „ირმები" 6.000 ფუნტ სტერლინგად და „მფარველი ანგელოზი"  16.250 ფუნტი სტერლინგადგაიყიდა. ორივე ტილო რუსულ სექციაში იყო წარმოდგენილი. ექსპერტების აზრით, ნამშევრების საბოლოო ფასი, რომელსაც გარკვეული გადასახადები ემატება, აუქციონის ვებგვერდზე მოგვიანებით განთავსდება.


2015 წლის 2 დეკემბერს აბრამიშვილის ნამუშევარი „პიანინო" სოთბის აუქციონზე 25.000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ნამუშევარი ევროპული კოლექციიდან იყო წარდგენილი. გასული წლის ივნისში კი, სოტბის აუქციონზე მხატვრის კიდევ ორი ნამუშევარი გაიყიდა- „ლეოპარდი" 26,250 ათას ფუნტ სტერლინგად, ხოლო -„300 არაგველი" 62 500 ფუნტ სტერლინგად.


2016 წლის დეკემბერში კრისტის აუციონზე გაიყიდა მერაბ აბრამიშვილის კიდევ ორი ნამუშევარი - „ფარშევანგი" და „გეთსიმანიის ბაღი".


მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები კრისტისა და სოთბის აუქციონებზე ხშირადაა წარმოდგენილი.


 

big_banner
არქივი