logo_geo
ბიონსემ ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველი კონცერტი გამართა
- +

22 იანვარი. 2023. 22:58

 

 

დუბაიში „ატლანტის როიალ გრანდ ჰოტელის“ გახსნისადმი მიძღვილი ღონისძიების ფარგლებში, ლეგენდარულმა ამერიკელმა შემსრულებელმა ბიონსემ იმღერა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 41 წლის მომღერალმა კონცერტი ეტა ჯეიმსის სიმღერით გახსნა, სცენაზე დიდი ყვითელი კაბით გამოჩნდა და მზის ფიგურის წინ მღეროდა. რამდენიმე სიმღერის შესრულებისას მას სცენაზე 11 წლის ქალიშვილი ბლუ აივი შეუერთდა. იმის გამო, რომ ღონისძიება არ გასაჯაროვდეს, მომღერალმა წარმოდგენის გადაღება აკრძალა და დამსწრეებს შოუმდე ტელეფონების დატოვება მოუწიათ.

 

ბოლო 4 წლის განმავლობაში ეს ბიონსეს მიერ გამართული პირველი კონცერტი იყო.

 

TMZ-ის ინფორმაციით, მომღერალს შოუსთვის $24 მილიონი გადაუხადეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ კენდალ ჯენერი, ლეტიცია რაითი, რებელ უილსონი და სხვები.

 

 

big_banner
არქივი