logo_geo
გარდაიცვალა მსახიობი ლიზა ლორინგი, რომელმაც „ადამსების ოჯახში“ უენსდეის როლი შეასრულა
- +

30 იანვარი. 2023. 13:08

 

 

მსახიობი ლიზა ლორინგი, რომელიც სერიალში „ადამსების ოჯახი“ უენსდეის როლს ასრულებდა, 64 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ Variety წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.

 

ლორინგმა კინოკარიერა 3 წლიდან დაიწყო. ის პირველი მსახიობია, ვინც ლეგენდარული უენსდეი განასახიერა. როდესაც „ადამსების ოჯახის“ პირველი ადაპტაციის გადაღებები დაიწყო ის მხოლოდ 6 წლის იყო. სერიალი ეკრანებზე 1964-1966 წლებში გადიოდა.

 

„ადამსების ოჯახის“ შემდეგ ლორინგმა კიდევ რამდენიმე სერიალში მონაწილეობდა, შემდეგ კი ვიზაჟისტად მუშაობდა.

 

 

big_banner
არქივი